15 თებერვალს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ სამთო–სათხილამურო შეჯიბრის ,,თეზოს თასი 2019“ დაკავშირებით, ნატახტარი-მესტია-ნატახტარის მიმართულებით დამატებით ავიარეისს ნიშნავს.

პარასკევს, ნატახტარის აეროპორტიდან მესტიის მიმართულებით დამატებითი ფრენა 16:00 საათზე განხორციელდება, ხოლო უკან 17:20 საათზე შესრულდება. ცვლილება შეეხო მესტია-ნატახტარის 15 თებერვლის რეგულარულ ავიარეისსაც. 15:00 საათის ნაცვლად მესტიიდან ნატახტარის მიმართულებით ფრენა 14:40 წუთზე განხორციელდება. დამატებითი ავიარეისი ვიზიტორების მხრიდან ტურნირთან დაკავშირებით განსაკუთრებული დაინტერესების გამო დაინიშნა.

თეზო ჯაფარიძის სახელობის თასი მოყვარულ მოთხილამურეებს შორის გიგანტურ სლალომში უკვე მეოთხე წელია იმართება. ,,თეზოს თასი 2019“ ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე გაიმართება. შეჯიბრის ორგანიზატორები მესტიაში ტრაგიკულად დაღუპული თეზო ჯაფარიძის მეგობრები არიან, ხოლო მხარდამჭერი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,მთის კურორტების განვითარების კომპანიაა“.