მთავარი ავიაკომპანიები „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ელტონ ჯონის კონცერტისთვის ბათუმის მიმართლებით დამატებით ავიარეისს ნიშნავს

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ელტონ ჯონის კონცერტისთვის ბათუმის მიმართლებით დამატებით ავიარეისს ნიშნავს

135

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ელტონ ჯონის კონცერტისთვის თბილისი-ბათუმის-თბილისის მიმართლებით დამატებით ავიარეისს ნიშნავს

30 ივნისს, შაბათს, ლეგენდარული ინგლისელი პოპ და როკ მუსიკოსის, მომღერლისა და კომპოზიტორის ელტონ ჯონის კონცერტთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართლებით დამატებით ავიარეისს ნიშნავს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ავიარეისი 09:30 საათზე შესრულდება და უკან 11:30 საათზე დაბრუნდება.
თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისები, სამშაბათისა და ხუთშაბათის გარდა, კვირაში ხუთჯერ სრულდება.
სერ ელტონ ჯონის კონცერტები Black See Arena-ზე 30 ივნისსა და პირველ ივლისს გაიმართება. 71 წლის მუსიკოსი გრემის ჯილდოს ექვსგზის მფლობელია.