20-26 სექტემბერს ქუთაისი საერთაშორისო ახალგაზრდულ კინოფესტივალ „თაობას” უმასპინძლებს.
ფესტივალი, რომელიც 2018 წელს დაარსდა, ხელს უწყობს ახალგაზრდა აუდიტორიის განვითარებას, მათი შესაძლებლობების წარმოჩენას, ქვეყანაში კინოგანათლების განვითარებასა და საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზებას.
ფესტივალის პარტნიორია საქართველოს აეროპორტების გაერთიანება და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.
ფესტივალში მონაწილეობა 13-21 წლის ახალგაზრდებს შეუძლიათ. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3Xlb9Ox