“გემო – ფესტი 2022”-თან დაკავშირებით საქართველოს აეროპორტების გაერთიანება დამატებით ორ რეისს ნიშნავს. 25 აგვისტოს ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით დამატებითი რეისი 16:00 შესრულდება, 28 აგვისტოს რეგულარულის გარდა, დამატებითი რეისი ამბროლაურიდან ნატახტრის მიმართულებით 14:10 შესრულდება.
“გემო – ფესტი 2022” ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ხელშეწყობით 26-27 აგვისტოს ამბროლაურის ცენტრალურ პარკში იმართება. “გემო ფესტის” მიზანია ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია და გასტრონომიული მიმართულებით ახალი ტურისტული სერვისების განვითარება.
გემრიელი ჭამა-სმის ფესტივალი წელს ამბროლაურში პირველად გაიმართება. 2022 წლის შემდეგ კი ყოველწლიური ფესტივალის სახეს მიიღებს. იმოგზაურეთ რაჭაში ამბროლაურის აეროპორტიდან და აღმოაჩინეთ ტრადიციული რაჭული კერძების ახალი გემოები!
მთავარი ავიაკომპანიები საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ამბროლაურის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს