საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ შეჯამებული მონაცემების მიხედვით, 2024 წლის იანვარ-ივნისში, საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით 3 220 599 მგზავრს მოემსახურა, რაც 30%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას და 29%-ით მეტია 2019 წლის იანვარ-ივნისში მიღებული მგზავრების რაოდენობაზე.
გასული ერთი თვის (ივნისის) მდგომარეობით საქართველოს აეროპორტებში გადაყვანილ იქნა 702770 მგზავრი, რაც 26%-ით აღემატება გასული წლის ივნისში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას და 22%-ით მეტია 2019 წლის ივნისში აეროპორტების მიერ მომსახურებული მგზავრების რაოდენობაზე.
2024 წლის პირველ 6 თვეში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 124 599 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36%-ს შეადგენს, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 14%-ს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა 745 895 მგზავრი. მგზავრთნაკადის ზრდა 2023 წლის პირველ ექვს თვესთან შედარებით 12%-ს შეადგენს, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, ქუთაისის აეროპორტის 104%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 334 437 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2023 წლის იანვარ-მარტთან შედარებით 41%-ია, ხოლო 2019 წლის პირველ სამ თვესთან მიმართებაში კი 35%-ი.
მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 14 682 ავიარეისი შესრულდა. 2023 წლის პირველ ექვს თვესთან შედარებით ფრენების ზრდამ 33%-ი შეადგინა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით – 20%-ი.
2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 54 ავიაკომპანია 105 საჰაერო ხაზზე ოპერირებს.
2024 წლის იანვარ-ივნისში სულ საქართველოს აეროპორტების მიერ გატარებული მგზავრთნაკადის სტატისტიკა (რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრები)
- 2019 წელი – 2 489 820 მგზავრი;
- 2022 წელი – 1 716 718 მგზავრი;
- 2023 წელი – 2 485 263 მგზავრი;
- 2024 წელი – 3 220 599 მგზავრი.
2024 წელს, ზრდა 2019 წელთან მიმართებაში – 29%; ზრდა 2023 წელთან მიმართებაში – 30%
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი:
- 2019 წელი – 1 870 079 მგზავრი;
- 2022 წელი – 1 163 177 მგზავრი;
- 2023 წელი – 1 566 251 მგზავრი;
- 2024 წელი – 2 124 599 მგზავრი.
2024 წელს, ზრდა 2019 წელთან მიმართებაში – 14%; ზრდა 2023 წელთან მიმართებაში – 36%
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი:
- 2019 წელი – 364 834 მგზავრი;
- 2022 წელი – 328 386 მგზავრი;
- 2023 წელი – 667 305 მგზავრი;