საქართველოს აეროპორტებმა 2024 წლის იანვარ-სექტემბერში პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით მგზავრთნაკადის 37%-იანი ზრდა აჩვენეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 6 მლნ-მდე მგზავრს მოემსახურა, რაც 26%-ით მეტია 2023 წლის 9 თვის მონაცემებთან შედარებით, ხოლო 72%-ით მეტი ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს აეროპორტები პანდემიამდელ პერიოდში ანუ 2019 წლის იანვარ-სექტემბერში 4 139 955 მგზავრს მოემსახურა, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში 3 299 808 მგზავრს, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში 4 529 628 მგზავრს, ხოლო 2024 წლის იანვარ-სექტემბერში კი 5 686 748 მგზავრს.
2024 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 3 622 830 მგზავრს მოემსახურა, რაც 31%-ით მეტია, ვიდრე 2023 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში აეროპორტის მიერ გატარებული მგზავრების რაოდენობა. 2023 წლის იანვარ-სექტემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 764 471 მგზავრს, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში 2 172 312 მგზავრს, ხოლო 2019 იანვარ-სექტემბერში კი 2 971 398 მგზავრს მოემსახურა. აღნიშნულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით კარგად ჩანს, რომ 2024 წლის 9 თვის 2019 წლის 9 თვესთან შედარებით მგზავრთნაკადის 22%-იანი ზრდაა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 67%-იანი ზრდა.
2019 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით მგზავრთნაკადის 44%-იანი ზრდაა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2024 წლის იანვარ-სექტემბერში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 753 485 მგზავრი გაატარა, რაც 43%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 51%-ით მეტი 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2023 წლის 9 თვის განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 525 130 მგზავრს, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში 497 425 მგზავრს, ხოლო 2019 წლის იანვარ-სექტემბერში კი 524 068 მგზავრს მოემსახურა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 2024 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებთან შედარებით მგზავრთნაკადის 104%-იანი ზრდა აჩვენა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის 6%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 111%-იანი ზრდა
2019 წლის 9 თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 629 618 მგზავრს მოემსახურა, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში 608 270 მგზავრს, 2023 წლის 9 თვეში 1 216 197 მგზავრს, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში 1 284 997 მგზავრს.
რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით მგზავრთნაკადის ზრდა ფიქსირდება. 2024 წლის იანვარ-სექტემბერში აეროპორტი 10 365 მგზავრს მოემსახურა, ხოლო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 8 125 მგზავრს. აღსანიშნავია, რომ პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით აეროპორტში მგზავრთნაკადის 60%-იანი ზრდა ფიქსირდება, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 28%-ია.
ამბროლაურის აეროპორტი 2024 წლის იანვარ-სექტემბერში 1 555 მგზავრს მოემსახურა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 737 მგზავრს, კლება 10%-ია. რაც შეეხება მიმდინარე მაჩვენებლების შედარებას 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 2%-ია.
ნატახტარი აეროდრომი კი 2024 წლის 9 თვეში 13 516 მგზავრს მოემსახურა, რაც პანდემიამდელ მაჩვენებლებთან შედარებით 97%-იან ზრდას გულისხმობს.