ტურიზმის სფეროში მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრენინგებს აგრძელებს.  „ჰიგიენა და სურსათის უვნებლობა“-გადამზადების კურსი თბილისში, ამბროლაურში, გორში, თელავში, თეთრიწყაროში, ახალციხეში, ლანჩხუთში, ოზურგეთსა და ჩოხატაურში მიმდინარებს. ტრენინგებში სასტუმროებისა და კვების ობიექტების 220 თანამშრომელი მონაწილეობს.

სასწავლო კურსი შემდეგ თემატიკას მოიცავს:

1. GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკა) და GHP ( ჰიგიენის პრაქტიკა) ; 2.  წერილობითი პროცედურების (სტანდარტული ოპერირების პროცედურები) და სამუშაო ფორმების შემუშავება; 3. პერსონალის სავალდებულო სწავლებების პოლიტიკა 4.სურსათის უვნებლობის პრინციპები, ჰიგიენა 5.HACCP სისტემის მიმოხილვა, მოსამზადებელი და დანერგვის ეტაპები 6. ალერგიის გამომწვევი ან მომეტებული მგრძნობელობის მქონე ნივთიერებები ან პროდუქტები; 7.მომხმარებლის ინფორმირებულობა, პრეტენზიების მართვა და სხვა.