15 დეკემბრიდან 2022 წლის 31 იანვრამდე პოლონეთის რესპუბლიკაში შენგენის ზონის არაწევრი ქვეყნებიდან შემოსული ყველა მგზავრი (მათ შორის ვაქცინირებული პირებიც) ვალდებულია წარუდგინოს მესაზღვრეს საზღვრის კვეთამდე 24 საათის განმავლობაში გაკეთებული ანტიგენური, ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხი (ინგლისურ, ან პოლონურ ენაზე). როგორც პოლონეთში საქართველოს საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, ტესტის ვალიდურობის 24-საათიანი პერიოდი აითვლება ტესტის პასუხის მიღებიდან.
🔹არავაქცინირებული პირები, რომლებიც წარადგენენ უარყოფით ტესტს, დაექვემდებარებიან 14-დღიან კარანტინს (საზღვრის კვეთისას მოქალაქე ვალდებულია მიაწოდოს ინფორმაცია მესაზღვრეს საკარანტინე მისამართისა და ტელეფონის შესახებ). გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საკარანტინე ვადის ათვლა იწყება საზღვრის კვეთიდან მეორე დღეს.
🔹აქვე გაცნობებთ, რომ შესაძლებელი იქნება ტესტის გაკეთება აეროპორტშიც, საპასპორტო კონტროლის გავლამდე. საელჩოს ხელთ არსებული ინფორმაციით, ასეთი პუნქტები უკვე მოქმედებს ვროცლავისა და კატოვიცეს აეროპორტებში, ხოლო 15 დეკემბრიდან ფუნქციონირებას დაიწყებს ვარშავის შოპენის აეროპორტშიც.
მთავარი რეგულაციები საქართველოდან პოლონეთში გასამგზავრებლად COVID-ბარათთან ერთად COVID-ტესტის წარდგენაც მოგიწევთ