დღეს დედამიწის მცხოვრებნი უჩვეულო მოვლენის მოწმენი გახდებიან. 21-ე საუკუნის მთვარის ყველაზე ხანგრძლივი დაბნელების ნახვა საქართველოს მოსახლეობასაც შეეძლება.
საქართველოში მთვარის დაბნელება 21:14 საათზე დაიწყება და მაქსიმუმს დაახლოებით 00:21 საათზე მიაღწევს.
მთვარის დაბნელებას მარსის მოახლოებაც ემთხვევა. 27-30 ივლისს მარსი დედამიწას 56 მილიონ კილომეტრზე მოუახლოვდება, ამიტომ მთვარის დაბნელებასთან ერთად ცაში მოკაშკაშე მოწითალო პლანეტას თქვენ აუცილებლად შენიშნავთ.
აღსანიშნავია, რომ მთვარის დაბნელება ხდება მაშინ, როდესაც დედამიწა მზეს და მთვარეს შორის აღმოჩნდება და ჩვენი თანამგზავრი დედამიწის ჩრდილის ქვეშ მოექცევა, ანუ ციური სხეულები გარკვეულ რიგში განლაგდებიან.
მთვარის დაბნელების სანახავად მსურვეელებს ეპატიჟებიან “ფაბრიკაში”, სადაც დღეს სახურავის კარი გაიღება 23:00 საათზე ყველასთვის, ვისაც სურს ამ იშვიათი და შთამბეჭდავი მოვლენის დაკვირვება.
მთვარის სრული დაბნელების დრო: 23:30 – 01:13 სთ
დასწრება თავისუფალია.
მთვარის დაბნელება შეუიარაღებელი თვალისთვისაც ხილვადი იქნება.