ინდური სამოგზაურო გამოცემა Traveldine ცნობილი ამერიკელი მოგზაურისა და ტელეწამყვანის რიჩარდ ბენგზის 2022 წლის ყველაზე სასურველ სამოგზაურო მიმართულებს აქვეყნებს, სადაც საქართველოც მოხვდა.

რიჩარდ ბენგზი სამოგზაურო პლატფორმა Steller-ისა და  Expedia-ის აღმასრულებელი ჯგუფის თანადამფუძნებელია. ცნობილი მოგზაურის კომპანიის MT Sobek ინფორმაციით, პანდემიურ პერიოდში მთელ  მსოფლიოში 100 %-ით გაიზარდა ეროვნულ პარკებსა და ველურ ბუნებაში მოგზაურთა რაოდეობა. კომპანიის მონაცემებით, სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულებით წინასწარი ჯავშნების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა ევროპის, კოსტა-რიკის, გალაპაგოსის, კლიმანჯაროს, პერუს და საქართველოს მიმართულებით.

„ამ დაპაუზებულ პერიოდში მოგზაურებმა ღია სივრცეში დასვენება, სუფთა ჰაერის სუნთქვა და ველურ ბუნებაში მოგზაურობა დააფასეს. სახლებსა და ოფისებში ორწლიანი ყოფნის შემდეგ მზის სხივების, ქარის, გრილი მდინარის შხეფების სახეზე მოხვედრა არასდროს ყოფილა ისეთი სასიამოვნო და მოთხოვნადი როგორც ახლა.“-წერს რიჩარდ ბენგზი.

რიჩარდ ბენგზმა სამოგზაურო თავგადასავლები დაუგეგმა ცნობილ ბიზნესმენებს, მათ შორის: ბილ გეითს, ჯეფ ბეზოსს, ბარი დილერს, მართა სთიუართს და პიტერ გაბერს.

https://www.traveldine.com/adventure-designer-richard-bangs-dishes-out-2022s-most-desired-destinations/