საქართველო სეიშელის რესპუბლიკასთან, ტუნისთან და ტაჯიკეთთან საჰაერო მიმოსვლაზე შეთანხმებებს გააფორმებს. ამ მიზნით მთავრობის განკარგულებები გამოიცა.
ტუნისთან და ტაჯიკეთთან მოლაპარაკებები ნოტების გაცვლის გზით იმართება, სეიშელის რესპუბლიკასთან კი, მოლაპარაკებების პროცესს ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების დეპარტამენტის უფროსი წარმართავს.
საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე კონსულტაციები კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ, პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ეკონომიკის მინისტრს სერბეთის რესპუბლიკასთან შეთანხმების ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭა.
წყარო: 1TV.ge