“ეკონომიკის მინისტრი და ჩვენ, როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად ჩართულები ვართ და ყოველდღიურ რეჟიმში ვთანამშრომლობთ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან, საქართველო ოფიციალურად ჩართულია რამდენიმე ქვეყნისგან დაკომპლექტებულ საერთაშორისო სამუშაო ჯგუფში, რომელიც პარალელურად მუშაობს მთელი მსოფლიოს ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებაზე და აქედან გამომდინარე საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც დანერგავს ახალ სტანდარტებს. ამიტომ თანმიმდევრობა ასეთი იქნება: მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია მომდევნო ერთი თვის განმავლობაში უკვე ოფიციალურად წარმოადგენს ჯანდაცვის ახალ სტანდარტებს, რომელიც უნდა იქნას ქვეყნების მასშტაბით დანერგილი.”- ეს განცხადება მარიამ ქვრივიშვილმა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების შესახებ პრეზენტაციის ფარგლებში გააკეთა.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტურიზმის და ავიაციის სექტორის თანამშრომლობაზეც ისაუბრა.
“გლობალურად ტურიზმის და ავიაციის ჯაჭვი მუდმივად გადაბმულია. ეს ორი ინდუსტრია ყოველთვის ერთად მოიხსენიება და რა თქმა უნდა, როგორც ყველგან ასევე საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია თვალი ვადევნოთ საერთაშორისო საავიაციო რეალობას, ავიაკომპანიების მდგომარეობას და იქიდან გამომდინარე ვისაუბროთ უშუალოდ უკვე კონკრეტული ქვეყნების თუ კონკრეტული მიმართულებების გააქტიურებაზე. ფაზები რომლებიც მინისტრის მხრიდან უკვე იქნა წარმოდგენილი ზუსტად ამ ჯაჭვის და ლოგიკური ბმის პრინციპით არის აწყობილი.”-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.