საქართველო #EURO2024 -ს გერმანიის მიმართულებით გაზრდილი ფრენის სიხშირეებით ხვდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ამ ეტაპზე ავიაკომპანიების მიერ წარმოდგენილი განაცხადების და დამტკიცებული განრიგების შესაბამისად, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს, საქართველოს და გერმანიას შორის რეგულარული რეისები შესრულდება 4 ავიაკომპანიის მიერ, 8 მიმართულებით, კვირაში დაახლოებით 30 სიხშირით.

ამ მონაცემებით, მიმდინარე წლის ივნის-ივლისში, გერმანიის მიმართულებით დაახლოებით 30%-ით მეტი ფრენა შესრულდება, ვიდრე ეს იყო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში.

რეგულარული რეისები შემდეგი მიმართულებებით და სიხშირეებით იგეგმება:

Georgian Airways:

• თბილისი – მიუნხენი – თბილისი – 3 სიხშირე;
• თბილისი – ბერლინი – თბილისი – 2 სიხშირე კვირაში.

Wizz Air:

• ქუთაისი – ბერლინი – ქუთაისი – კვირაში 3 სიხშირე;
• ქუთაისი – დორტმუნდი – ქუთაისი – კვირაში 2 სიხშირე;
• ქუთაისი – მემინგემი – ქუთაისი – კვირაში 3 სიხშირე;
• ქუთაისი – ჰამბურგი – ქუთაისი – კვირაში 2 სიხშირე;
• ქუთაისი – ფრანკფურტი – ქუთაისი – კვირაში 2 სიხშირე.

Lufthansa:

• მიუნხენი – თბილისი – მიუნხენი – 10 სიხშირე კვირაში.

Eurowings:

• ბერლინი – თბილისი – ბერლინი – 1 სიხშირე კვირაში;
• დიუსელდორფი – თბილისი – დიუსელდორფი – 2 სიხშირე კვირაში.

სულ, 2024 წლის ივნის-ივლისის პერიოდში, ამ ეტაპისთვის დამტკიცებული განრიგების მიხედვით, საქართველოდან ევროპის მიმართულებით ფრენები შესრულდება 10 ავიაკომპანიის მიერ, 39 საჰაერო ხაზზე, კვირაში დაახლოებით 130-140 სიხშირით.