საქართველო “კოვაქს” პლატფორმის საშუალებით ვაქცინას ეტაპობრივად 13 მარტიდან მიიღებს.
“დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოში ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით. თარიღმა გადმოიწია ერთი კვირით. ჩვენ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ შაბათიდან საქართველოში გვექნება ვაქცინების ეტაპობრივი მოწოდება. კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ძალიან დიდი მადლიერება კომპანიების მიმართ და ასევე ჯანდაცვის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომლის მიმართ, რომლებიც ჩართულები არიან 24-საათიან რეჟიმში ვაქცინის მოწოდების პროცეში და ძალიან დიდ სამუშაოს სწევენ ამ მიმართულებით”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
თავდაპირველად ქვეყანაში შემოვა AstraZeneca-ს ვაქცინა. ქვეყანაში სულ აღნიშნული კომპანიის მიერ წარმოებული 43 200 დოზა ვაქცინის შემოტანა მოხდება.