საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების გამართვას აფასებს საუდის არაბეთის ერთ-ერი უმსხვილესი კომპანიის Diryah-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯერი ინზერილო. კომპანია Diryah მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ, სამშენებლო, ტურისტულ და კულტურულ პროექტებს ახორციელებს საუდის არაბეთში.
„მსოფლიო ტურისტული საზოგადოება საქართველოს ეწვია და ამ ულამაზეს ქალაქ თბილისში შეიკრიბა. დღეს მსოფლიოში ძალიან ბევრი კონფლიქტია. მთელი მსოფლიოდან ყველა აქ ჩამოვიდა გზავნილის გასავრცელებლად, რომ გვქონდეს მშვიდობა ტურიზმის დახმარებით. თუ დააკვირდებით, ყველაზე კარგ ტურისტულ ქვეყნებში, ერთ-ერთი მთავარი რამ, რაც ხალხს მოსწონს მიმღებლობაა, ტურისტები არ დაბრუნდებიან, თუ ისინი ამას არ იგრძნობენ. საქართველოს აქვს საუკეთესო პოტენციალი, რადგან ხალხია საუკეთესო. ეს ჩემი მეოთხე ვიზიტია საქართველოში და ყველამ, ვინც აქ ჩამოდის, იცის ლეგენდარული ქართული სტუმართმოყვარეობის შესახებ. იცის, რომ აქ ყველაზე სასიამოვნო, თბილი, მზრუნველი და მშვიდობიანი ხალხია. ამიტომაც, ქართველი მეგობარი თუ გყავთ, ის ოჯახის წევრივითაა. საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა ვიზიტისთვის და განსაკუთრებით კარგია მშვიდობის გზავნილის გასავრცელებლად“,-განაცხადა ჯერი ინზერილომ.
გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით საქართველომ მსოფლიო ტურიზმის დღეს პირველად უმასპინძლა.
მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები და ტურიზმის სფეროს პროფესიონალები, ჯამურად 300-ზე მეტი დელეგატი.