ბრიუსელში დღეს ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI EUROPE) გენერალური ასამბლეა და კონგრესი მიმდინარეობს. COVID 19-ის პანდემიის გამო ყოველწლიური ასამბლეა წელს ვირტუალურად, ონლაინ რეჟიმში ტარდება. 30-ე საიუბილეო ფორუმში საჰაერო ტრანსპორტის უმაღლესი პირები და სფეროს ლიდერები მონაწილეობენ.  კონგრესზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე წარმოადგენს.

კონგრესის ძირითადი თემა პანდემიის პერიოდში აეროპორტებისთვისა და ავიაკომპანიებისთვის არსებული გამოწვევებია. თამარ არჩუაძის განმარტებით, ასამბლეაზე საუბარი შეეხება როგორ უნდა დაძლიონ არსებული პრობლემა ინდუსტრიის წარმომადგენლებმა და როგორ გადავაწყვეთ  ჩვენი ბიზნეს სტრატეგია COVID 19-ის გამო აეროპორტებმა და ავიაკომპანიებმა.

,,გენერალურ ასამბლეაზე ვისაუბრებთ საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებულ გამოწვევებზე, ასევე  აეროპორტებისა და ავიაკომპანიებში  დასაქმებული ორგანიზაციების  საქმიანობის წარმოებისა და საჰაერო ტრანსპორტირების ქსელების გაუმჯობესების ხელშეწყობაზე. დღის წესრიგის მიხედვით დავამტკიცებთ 2021 წლის ფინანსურ ბიუჯეტს,-‘’განაცხადა თამარ არჩუაძემ.

გენერალურ ასამბლეაზე აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI EUROPE) კომიტეტის 7 მუდმივმოქმედ წევრსა და პრეზიდენტს აირჩევენ.