საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პოპულარულმა ამერიკელმა ვიდეოგრაფებმა ვიდეო რგოლი „Georgia in 8K“ მოამზადეს.
🔹 “Mystery Box”-ის ჯგუფი Jacob + Katie Schwarz საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით და ქალაქ სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს თანაორგანიზებით იმყოფებოდა.
🔹ვიდეოგრაფებმა 4 წუთიანი ვიდეო 8K ხარისხის ფორმატში გადაიღეს.
🔹„შემოგვიერთდით და ვიმოგზაუროთ დაუვიწყარ საქართველოში, რომელიც ღვინის სამშობლოა. კლდოვანი მთები, პატარა მდელოები, ულამაზესი დაბები, დატვირთული ქალაქები, საქართველოში ძველი და თანამედროვე სამყაროს უნიკალურ ნაზავს აღმოაჩენთ. თბილისი ძველი მოკირწყლული ქუჩებითა და უძველესი ეკლესიებით გამორჩეულია, მცხეთის მონასტრები, მარტვილის კანიონი, საოცრად მრავალფეროვანი ვენახები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ულამაზესი მთები მესტიაში და მზის ამოსვლა უშგულში“.-წერია ვიდეოს აღწერაში.
🔹Jacob + Katie Schwarz-ს YouTube-ზე 748 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, ვიდეოების საერთო ნახვების რაოდენობა დაახლოებით 385 მილიონია.