„საქაერონავიგაციის“ კუთვნილი შვეულმფრენის H-125 (H125, AS350B3 – ტიპის, სერიული ნომერი SN 8611, რეგისტრაციის ნომერი 4L-SAR) პერიოდული ტექნიკური მომსახურებას კომოპანია „ავიასერვისი“ განახორციელებს, რაშიც „საქაერონავიგაცია“ 13979 აშშ დოლარს გადაიხდის. აღნიშნულ სერვისს კი „საქაერონავიგაცია“ გამარტივებული შესყიდვის ფორმით შეიძენს.
როგორც AviaNews-ს „საქაერონავიგაციაში“ განუცხადეს, აღნიშნულ თანხის გადახდას კომპანია შესაბამისი ლარის კურესით მოახდენს.
როგორც ცნობილია, 2018 წელს „საქაერონავიგაციამ“ კომპანია Airbus Helicopters S.A.S. -სგან შვეულმფრენი იყიდა, ხოლო აღნიშნულ შვეულმფრენს გამართული ფუნქციონირებისათვის, ექსპლუატაციის წესების შესაბამისად პერიოდულად ესაჭიროება გეგმიური ტექნიკური მომსახურება.
როგორც სამოქალაქო ავიახიის სააგენტოში განმარტავენ, პერიოდულ გეგმიურ ტექნიკურ მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება საქართველოში AS350B3 – ტიპის საჰაერო ხომალდზე კი გააჩნია მხოლოდ შპს ,,ავიასერვისს“.