25-26 ოქტომბერს, იტალიაში, ქ. რომში EUROCONTROL-ის მარშრუტზე სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელის სისტემის ექსპერტთა 63-ე შეხვედრა „Study Group for Route Charges of EUROCONTROL” ჩატარდა, რომელსაც შპს „საქაერონავიგაციის“ ეკონომიკური სამსახურის უფროსი თეონა ერქომაიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას EUROCONTROL-ის წევრი ქვეყნების და ევროკომისიის წარმომადგენლებთან ერთად საქაერონავიგაციის ფინანსური მენეჯერი ირაკლი ზაქარეიშვილი და ეკონომისტი ნიკა თათარაშვილი ესწრებოდნენ.
რომში გამართული შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა მარშრუტის სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელის ერთიანი სისტემის სრულყოფილ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები: ევროკონტროლის წევრი ქვეყნების საერთაშორისო სასამართლო დავის შემთხვევაში სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელების ფონდის გაყინვისას არსებული სამოქმედო გეგმის და არსებული კრიზისის პირობებში საჰაერო ნავიგაციის დაფინანსების ახალი წყაროების მოძიების და შექმნის შესახებ.
გარდა აღნიშნული საკითხებისა, შეხვერის მონაწილეებმა დიდი დრო დაუთმეს სამოქალაქო ავიაციისათვის აქტუალური და მიმდინარე საკითხების განხილვას, იმსჯელეს ორგანიზაციის გრძელვადიან და მოკლევადიან სამოქმედო გეგმებზე, წარადგინეს ევროკონტროლის სოლიდარობის პაკეტის ახალი ვარიანტი, რომელიც ნოემბრის თვის მმართველი საბჭოს შეხვედრაზე უნდა დამტკიცდეს.
შეხვედრის კონფიდენციალურ ნაწილში განხილულ იქნა ავიაკომპანიებისგან დავალიანების მოკრების მაჩვენებლები და სამომავლოდ ავიაკომპანიებისთვის სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელის დეპოზიტის შექმნის საკითხი, ევროკონტროლთან ინფორმაციის მიმოცვლის ციფრული პლატფორმების განახლება და ა.შ.
2021 წლის დეკემბერში შპს “საქაერონავიგაციის” ეკონომიკური სამსახურის უფროსი თეონა ერქომაიშვილი EUROCONTROL -ის გაფართოებული კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის და მარშრუტზე სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელთა სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის თანამდებობაზე ხელმეორედ, 2 წლის ვადით იქნა არჩეული.