„საქაერონავიგაცია“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) 10 მლნ ევროს ფინანსურ რესურსს მიიღებს.

EBRD-იმ სესხი უკვე ოფიციალურად დაამტკიცა და მისი მიზანი სახელმწიფო კომპანიისთვის COVID-19 კრიზისის გავლენის შემცირება, დროებითი შოკის გადალახვა და ლიკვიდურობის შენარჩუნებაა.

სესხი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა სასიცოცხლო ინფრასტრუქტურის მხარდაჭერის პროგრამის (VISP) ფარგლებში COVID-19 სოლიდარობის პაკეტის შესაბამისად გამოყო.

საქაერონავიგაცია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანიაა. ის ქვეყნის  აეროპორტების აფრენა-დაფრენის ზონაში საჰაერო მოძრაობის მომსახურება და ფრენის უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს.