Air France-ი წითელი ზღვის რეგიონის ცაზე ფრენებს აჩერებს. ავიაკომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პილოტებმა სუდანის თავზე ფრენისას მბზინავი ობიექტი მაღალ სიმაღლეზე დაინახეს.
საფრანგეთის ეროვნულმა გადამზიდავმა თქვა, რომ ამის შემდეგ მისი ზოგიერთი ფრენის მარშრუტი შეიცვალა და ზოგიერთი მისი რეისი ციდანვე იძულებული გახდა აფრენის აეროპორტში დაბრუნებულიყო.
Air France ერთადერთი ავიაკომპანიაა, რომელმაც მიიღო ეს ზომები, თუმცა რეგიონის საჰაერო სივრცე არ იყო დაკეტილი და არც NOTAM იყო გამოცემული.