საფრანგეთში, კორსიკის კუნძულზე მდებარე ნაპოლეონ ბონაპარტის სახელობის აეროპორტში უჩვეულო ინციდენტი მოხდა: ავიაკომპანია Air Corsica-ს კუთვნილი Airbus A320-ის ტიპის თვითმფრინავი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში აეროპორტის თავზე წრეებს არტყამდა. აღმოჩნდა, რომ ერთადერთ ღამის დისპეჩერს ჩაეძინა და ის არ პასუხობდა ეკიპაჟის ზარებს.
ინფორმაციას გამოცემა Corse Matin ავრცელებს. მათი ცნობით, თვითმფრინავი პარიზის ორლის აეროპორტიდან 16 სექტემბერს, შუაღამისას ჩაფრინდა აიაჩოს აეროპორტის საჰაერო სივრცეში. როდესაც ეკიპაჟმა დაშვება დაიწყო, დისპეჩერის კოშკთან კავშირი არ იყო. ამის გარდა, ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი განათების გარეშე რჩებოდა.
„კაპიტანი დაუკავშირდა აეროპორტის სახანძრო სამსახურს სიტუაციის გასარკვევად. მას შემდეგ, რაც კოშკიდან პასუხი არ მოვიდა, ადგილზე გამოიძახეს პოლიცია“, – განუცხადა მედიას ერთ-ერთმა მგზავრმა.












