საფრანგეთში მოკლე მანძილის ანუ 2,5 საათზე ნაკლები ხანგრძლივობის შიდა ფრენები აიკრძალა.

საფრანგეთის ოფიციალურად გამოქვეყნებული გადაწყვეტილების თანახმად, ქვეყანაში 2,5 საათზე ნაკლები ხანგრძლივობის შიდა ფრენები, რომლებსაც ალტერნატივა მატარებლით აქვს, აიკრძალა.

აკრძალვა ძალაში იქნება 3 წლის განმავლობაში.

ტრანსპორტის მინისტრმა კლემენტ ბოუნმა წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით აიკრძალა ფრენები ნანტს, ბორდოს, ლიონსა და პარიზ-ორლის შორის.

ბოუნმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს ფუნდამენტურ ნაბიჯს სათბურის ეფექტის მქონე გაზების ემისიების შემცირების პოლიტიკისთვის.

ფრანგმა მინისტრმა თქვა, რომ ეს ნაბიჯი მსოფლიოში პირველია და რომ ეს ემთხვევა მთავრობის პოლიტიკას, წაახალისოს ტრანსპორტის ისეთი სახეობები, რომლებიც ნაკლებ სათბურის გაზებს გამოყოფენ.