საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი, საელჩოს დელეგაციასთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტს სტუმრობდა.
შეხვედრა შედგა თბილისის და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის, TAV Georgia-ს ხელმძღვანელობასთან. განხილვის მთავარ თემებს წარმოადგენდა კომპანიაში მიმდინარე და სამომავლო ინფრასტრუქტურული პროექტები და ბოლო წლებში განხორციელებული სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივები.
TAV Georgia საერთაშორისო საავიაციო ჰოლდინგის, TAV Airports-ის შვილობილი კომპანიაა, რომლის საკონტროლო პაკეტსაც ფრანგული Groupe ADP ფლობს. სწორედ ეს ჯგუფი მართავს საფრანგეთის ყველაზე მნიშვნელოვან აეროპორტებს და საერთო ჯამში ის მსოფლიოს 100-ზე მეტ აეროპორტშია წარმოდგენილი.