საფრანგეთის აეროპორტის პროფკავშირებს ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე 10 დღით ადრე გაფიცვა სურთ. მიზეზი შეჯიბრების გამო გაზრდილი სამუშაო გრაფიკია.
პარიზის აეროპორტის პროფკავშირებს 17 ივლისის გაფიცვაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. თანამშრომლები პერსონალის პრემიას და გარანტიას ითხოვენ, რომ ოლიმპიადის დროს შეძლებენ დასვენებას.