საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა ევროპულ საკითხებში კლემენტ ბონმა განაცხადა, რომ უცხოელ ტურისტებს, რომლებიც ამ ზაფხულს ქვეყანას ეწვევიან შესაძლებლობა ექნებათ COVID-19-ზე უფასო ტესტი გაიკეთონ. ქვეყანას სურს ტურისტული ბიზნესი განახლდეს, რომელიც COVID-19 პანდემიის გამო ფაქტობრივად შეჩერდა.
ევროპის სხვა ქვეყნების უმეტესობაში კი COVID-ზე ტესტირება კვლავ ფასიანია. მაგალითად, ესპანეთში ტესტის ღირებულება 120 ევროა. საფრანგეთში PCR-ტესტის ფასი 54 ევროა, ანტიგენის ტესტის ფასი 38 ევრო, ხოლო საშინაო პირობებში ჩასატარებელი ტესტების ნაკრების ფასი 6 ევროს შეადგენს..
საფრანგეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ უფასო ტესტირება ხელს შეუწყობს უსაფრთხო მოგზაურობის და პროცესს უფრო მიმზიდველობას შესძენს.