საფრანგეთში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო,  მთავრობის გადაწყვეტილებით:

​ 2021 წლის 16 იანვრიდან, სულ მცირე 15 დღის განმავლობაში, საფრანგეთის მთელს ტერიტორიაზე კომენდანტის საათი საღამოს 20:00 საათის ნაცვლად საღამოს 18:00სთ-დან დაიწყება და დილის 06:00 საათამდე იმოქმედებს,

​18 იანვრიდან, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან საფრანგეთის ტერიტორიაზე შემსვლელთათვის სავალდებულო ხდება:

​გამომგზავრებამდე (ტესტი აღარ გაკეთდება საფრანგეთში შემოსვლისას), 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR – ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა,

​7-დღიანი თვითიზოლაცია და იზოლაციის დასასრულს, განმეორებითი PCR-ტესტის გაკეთება.