SONY DSC

თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ჩანაქქალესა და ბალიქესირის პროვინციებს შორის მდებარეობს უმშვენიერესი იდას მთა (ყაზის მთები), სავსე თავისი  ფლორითა და ფაუნით, რომელსაც არსებული იოდიზირებული ზღვის ჰაერის გამო მეორენაირად  “ჟანგბადის კარავსაც” უწოდებენ.   აქ გარდა იმისა, რომ აღმოაჩენთ მრავალი ლეგენდის შთამაგონებელ ისტორიულ საოცრებებს,  შეძლებთ ეწვიოთ რეგიონის ყველაზე მომხიბვლელ ტარდიციულ სოფლებს და დატკბეთ ადგილობრივი არქიტექტურითა და ეგეოსის რეგიონის უგემრიელესი კერძებით.

ბუნების მშვენიერება იდაზე

იდას მთა, სადაც ჟანგბადის დონე არის ძალიან მაღალი, 21 000 ჰა ფართობზე მასპინძლობს უამრავი ენდემური სახეობის ფლორასა და ფაუნას.  აღსანიშნავია მთის ეროვნული პარკი, სადაც ლაშქრობისთვის შესაფერისი საოცარი ადგილები დაგხვდებათ, მაგალითად, შაჰინდერის კანიონი, სუტუვენის და მიჰლის ჩანჩქერები და სხვ. ბუნების მოყვარულებს შეუძლიათ დაგეგმონ პიკნიკები, გადაიღონ ფოტოები ულამაზესი ხედით და დატკბნენ სუფთა  ჰაერით. აღსანიშნავია, რომ იდას მთაში ვიზიტორებს ქემფინგის ფარგლებში, შეუძლიათ დარჩნენ ქოხებშიც .

ტრადიციული კულტურული მემკვიდრეობები

ტურისტებს შეუძლიათ მოინახულონ მთაშთან ახლოს მდებარე თორმეტი სოფელი, სადაც ნახავენ ტრადიციულ სახლებს, კაფეებს, ბუტიკ სასტუმროებსა და ჰოსტელებს.    აქვე უნდა აღვნიშნოთ, ახლოს მდებარე ჩანაქქალეს ორი სოფელი. ესენია-  იეშილიურთი და ადათეფე.

იეშილიურთი შეიძლება ითქვას, რომ   არის ჟანგბადის სრული  ავზი თავისი  ქვის სახლებით, ქვაფენილიანი ქუჩებითა და ზეთისხილის ხეებით.  სოფელი ასევე ცნობილია ადგილობრივი კერძებით, განსაკუთრებით  ზეთისხილით და ზეითუნის ზეთით, რომელიც საუზმის განუყოფელ ნაწილას ითვლება.

რაც შეეხება სოფელ ადათეფეს, ბოლო პერიოდში იგი საკმაოდ პოპულარული ადგილი გახდა ტურისტებისთვის, რადგან  აღადგინეს ის ძველი  სახლები, რომელთა ასაკიც საუკუნებს ითვლის.  ამ წყნარი სოფლის მონახულებისას არ უნდა გამოტოვოთ ზეითუნის ზეთის მუზეუმი (Olive Oil Museum) და ზევსის საკურთხეველი ( Altar of Zeus).  მუზეუმში შესვლისას ვიზიტორები ეცნობიან ზეთისხილის ისტორიას, ასევე გიდები უხსნიან იმას, თუ  რატომ იყო და არის იგი  ღირებული ადგილობრივი მცხოვრებლებისათვის.   რაც შეეხება  ზევსის საკურთხეველს, ლეგენდის თანახმად, სწორედ ამ საკურთხევლიდან ადევნებდა თვალს ზევსი ტროას ომის მიმდინარეობას.  განსაკუთრებთ მომხიბვლავია ხედი მზის ამოსვლისა და ჩასვლისა, სადაც ასევე მზეს შორის ზღვა და ბუნება საოცრად ერწყმის ერთმანეთს.

იდას მთის ირგვლივ, სოფლების მონახულებისას არ დაგავიწყდეთ, ადგილობრივი ბაზარში შესვლა, სადაც ნახავთ საინტერესო ისტორიების ამსახველ უამრავ ხელნაკეთ ნივთს, ადგილობრივ პროდუქტებს და სხვ.

იდას მთის ჩანაქქალეს მონაკვეთზე შეგიძლიათ დაათვალიეროთ უძველესი ქალაქი ტროა, 1998 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეყვანილი. ტროა  მსოფლიოს ყველაზე განთქმულ ანტიკურ ქალაქს წარმოადგენს, რომლის შესახებაც მრავალი რეგიონი არსებობს. ზოგიერთები მას “გმირობის, სიყვარულის და ცივილიზაციის აკვანსაც“  კი უწოდებენ.