თურქეთში მოქმედი კომპანიები სანქციების მიუხედავად რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავების საწვავით შევსებას აგრძელებენ, იუწყება Middle East Eye.
გამოცემის ცნობით, აშშ-სგან გაფრთხილების მიღების შემდეგ, სახმელეთო მომსახურების ორმა უმსხვილესმა პროვაიდერმა Havas-მა და TGS-მა რუსული ავიაკომპანიების მომსახურება შეწყვიტეს.
თუმცა, არ არსებობს სრული აკრძალვა რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავების საწვავით
შევსებაზე და შენარჩუნებაზე, აღნიშნავს Middle East Eye. ამის გამო, თითოეული კომპანია დამოუკიდებლად წყვეტს, მოემსახუროს თუ არა თვითმფრინავს.
“Havas-მა და სხვებმა შეწყვიტეს მომსახურება, მაგრამ მცირე კომპანიები კვლავ ახორციელებენ რუსების მომსახურებას”, – თქვა Middle East Eye-ის წყარომ.
თურქულმა საავიაციო გამოცემა AirportHaber-მა მარტის შუა რიცხვებში დაწერაა, რომ თურქეთის საბაჟო და ვაჭრობის სამინისტრომ აკრძალა ამერიკული თვითმფრინავების მომსახურება, რომლის ექსპლუატირებასაც რუსული და ბელორუსული ავიაკომპანიები ახდენენ.
AirportHaber-ის ცნობით, ასეთი გადაწყვეტილება თურქეთის ხელისუფლებამ 14 მარტს მიიღო. აკრძალვის მიზეზი აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიუროს წერილი გახდა.
აშშ-ს ხელისუფლებამ სანქციები დააწესა რუსული და ბელორუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავების წინააღმდეგ 2022 წლის მარტში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ. შეზღუდვები კრძალავს Boeing-ის და სხვა ავიაკომპანიების ბორტების შევსებას და მომსახურებას რუსეთიდან და ბელორუსიდან, რომლებიც შეიცავს 25%-ზე მეტ კომპონენტს შეერთებული შტატებიდან.
აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტი იმედოვნებდა, რომ სანქციები მინიმუმ შეაფერხებდა საერთაშორისო ფრენებს შავ სიაში შეყვანილ თვითმფრინავებზე.
თუმცა, რუსული ავიაკომპანიები აგრძელებდნენ ფრენებს Boeing-ით, მათ შორის თურქეთში, ნატოს ალიანსის ქვეყანაში.