ბოლო ათწლეულების განმავლობაში პირველად, სამოქალაქო თვითმფრინავებს იაპონიის უმსხვილეს ჰანედის აეროპორტში დაფრენის განხორციელებისთვის, ტოკიოს ცენტრში ფრენის განხორციელების უფლება მიეცათ.

ეს კი საჰაერო კარიბჭის ტევადობის გასაზრდელად გაკეთდა, რომლებიც განთავსებულია ქალაქის საზღვრებში და საშუალებას იძლევა დედაქალაქის ცენტრში სწრაფად მოხვდეთ. 

​ახალი საჰაერო მარშრუტების გამოყენება აფრენა/დაფრენის პროცესს გაამარტივებს და დამატებითი ფრენების განხორციელებისთვის ადგილს შექმნის.

ამ დრომდე, ტოკიოს მნიშვნელოვან ნაწილზე ფრენები აიკრძალა, რადგან საჰაერო სივრცის გამოყენების ექსკლუზიური უფლება მხოლოდ აშშ-ს სამხედრო ბაზის თვითმფრინავს ჰქონდათ. 2019 წლის იანვარში ტოკიო და ვაშინგტონი შეთანხმდნენ, რომ სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის საჰაერო დერეფანი გაიხსნებოდა. 

საჰაერო დერეფნის სრულყოფილი ათვისება 2020 წლის 29 მარტიდან დაიწყება 

ამ დროისათვის ახალი საჰაერო ტრასა სატესტო რეჟიმში მუშაობს, რათა პილოტები და ავიამეთვალყურეები ახალ პროცედურებს შეეჩვიონ.