2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში სულ რეგისტრირებულია 72 ერთეული სხვადასხვა ტიპის, წონის და დანიშნულების საჰაერო ხომალდი. ასევე, სერტიფიცირებულია და ზედამხედველობა ხორციელდება სააციაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების 13 საწარმოზე.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს საჰაერო ხომალდების ვარგისობისა და რეგისტრაციის დეპარტამენტის მიერ, 2018 წლის განმავლობაში განახორციელა შემდეგი მომსახურებები:
საჰაერო ხომალდის სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაცია – 9;
საჰაერო ხომალდის სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების სერტიფიკატის გაცემა – 3;
საჰაერო ხომალდის სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში/საჰაერო ხომალდების სარეგისტრაციო სერტიფიკატში ცვლილებების შეტანა – 11;
საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის სერტიფიკატის გაცემა/ვადის გაგრძელება – 45;
საჰაერო ხომალდის ადგილმდებარეობაზე ხმაურის სერტიფიკატის გაცემა – 10;
საჰაერო ხომალდის რადიოსადგურის სერტიფიკატის გაცემა – 10;
საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის საექსპორტო სერტიფიკატის გაცემა – 2;
ფრენის ვარგისობის სერტიფიკატის გარეშე დაშვებულ ფრენაზე განაცხადის შეფასება/დასკვნის მომზადება – 4;
საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების პროგრამის ცვლილება – 33;
საჰაერო ხომალდის რესურსის გაგრძელება – 2;
საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირება – 13;
უცხო ქვეყნის მიერ გაცემული ტექნიკური მომსახურების შესაბამისობის სერტიფიკატის აღიარება – 16;
ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელოს (MOE) შეთანხმება – 1;
ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელოში (MOE) ცვლილებების შეტანა – 15;
ტექნიკური მომსახურების მართვის სახელმძღვანელოს შეთანხმება – 4;
ტექნიკური მომსახურების მართვის სახელმძღვანელოში ცვლილებების შეტანა – 24;