თურქეთი მსოფლიოში ცნობილია თავისი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობებითა და საოცარი საზღვაო დასვენებით. გთავაზობთ რამდენიმე “სამოგაზურო ჰაკს”, რომლებიც ამ ქვეყანაში მოგზაურობის დროს გამოგადგებათ.
აიღეთ მუზეუმის საშვი
თურქეთის ისტორიული და კულტურული სიმდიდრის შესასწავლად საუკეთესო გზაა მისი მუზეუმების მონახულება. Museum Pass არის ეკონომიური ბარათი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 350-ზე მეტ მუზეუმსა და არქეოლოგიურ ობიექტზე მოქმედებს. აქ თქვენ თავიდან აიცილებთ ლოდინსა ბილეთებში ყიდვისთვის რიგში დგომას. საშვის შეძენა შესაძლებელია ონლაინ ან მუზეუმის ტერიტორიაზე არსებული ბილეთების ჯიხურებიდან და მისი გამოყენება თითო მუზეუმში მხოლოდ ერთხელ არის შესაძლებელი, შემდეგ კი ისევ შეგიძლიათ განახლება.
მგზავრობა მატარებლით
თურქეთში ტრანსპორტირების შესაძლებლობაა, დაქირავებისა და გამოყენებისთვის. თუმცა, უნდა გითხრათ, რომ მატარებლით ქვეყნის შესწავლა ყველაზე სასიამოვნო გამოცდილებაა. თურქეთის სარკინიგზო ქსელი, რომელიც მოიცავს თითქმის ყველა რეგიონს, განსაკუთრებულ მგზავრობას სთავაზობს ტურისტებს. ამ მხრივ, აღსანიშნავია აღმოსავლეთის ექსპრესი (უახლესი მესოპოტამიის ექსპრესი) და დიარბაკირის ექსპრესი, რომელიც ჟურნალმა Time-მა „მსოფლიოს 2024 წლის საუკეთესო ადგილებს“, შორის აღიარა.
დაგეგმეთ შოპინგი
თქვენ ასევე შეგიძლიათ სავაჭრო გამოცდილება ისტორიული ბაზრების მონახულების გზით, რომლებიცაა სტამბოლის დიდი ბაზარი ან თანამედროვე სავაჭრო ცენტრები. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ ნაყიდი ნივთის გადასახადისგან გათავისუფლდეთ. 108 ლარზე მეტი ღირებულების ნივთის შეძენის შემთხვევაში 8%-ის და 118 ლარზე მეტის შემთხვევაში 18 %-ის დაბრუნება იქნება შესაძლებელი (tax-free). გადასახადების დაბრუნების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებსაიტს – goturkiye.com.
ისარგებლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით
თანამედროვე სატრანსპორტო მომსახურება საუკეთესო კომფორტია, რომელსაც თურქეთის სატრანსპორტო ქსელი გთავაზობთ. ქვეყნის აეროპორტებში მისვლა მარტივია პირდაპირი ფრენებით მთელს მსოფლიოში. ჩამოსვლის შემდეგ, ტაქსები ან სხვა სატრანსპორტო საშუალებები დაგჭირდებათ, რომლებიც ხელმისაწვდომია ქვეყნის ყველა აეროპორტთან. ნებისმიერი ტრანსპორტი გათვლილია თქვენი მოგზაურობის საჭიროებებზე. საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისთვის საჭიროა მხოლოდ სამგზავრო ბარათის შეძენა, რომელიც მოქმედებს თითქმის ყველა ტრანსპორტზე. შემდეგ, თქვენს ტელეფონზე არსებული სპეციალური აპლიკაციით შეგიძლიათ გაიგოთ, საიდან გადის და რომელი გაჩერებების დროს უნდა ჩამოხვიდეთ ავტობუსიდან, ტრამვაიდან ან მეტროდან.
გაეცანით თურქულ კულინარიას
არ აქვს მნიშვნელობა სად წახვალთ თურქეთში, კლასიკურ კერძებთან ერთად, ცხადია, დაგხვდებათ ადგილობრივი ტრადიციული და კერძებიც. პირველ რიგში, თქვენ უნდა მიირთვათ ტრადიციული თურქული საუზმე, რომელშიც შედის ყველი, ზეთისხილი, პომიდორი, კიტრი, კვერცხი, თაფლი, მურაბა და ახლად გამომცხვარი პური. ამ ყველაფერს თან ახლავს უნიკალური ჩაი. ამასთან შეგიძლიათ დააგემოვნოთ დონერი, ქაბაბი და სხვა უამრავი სახეობის კერძი.
ისიამოვნეთ თბილი სტუმართმოყვარეობით
თურქულ კულტურაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თვისება სტუმართმოყვარეობაა. თურქები მეგობრულად მოგესალმებიან. თუ რაიმე სახის დახმარება დაგჭირდებათ, არ მოგერიდოთ, თავისუფლად ჰკითხეთ მათ. არც ისე იშვიათია, როდესაც ადგილობრივები ცდილობენ ტურისტების დახმარებას, რაც შეიძლება ეხებოდეს საინტერესო ადგილებისა თუ ტრანსპორტირების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. მოგეხსენებათ, ინგლისური არის საერთაშოორისო ენა და შეგიძლიათ თავისუფლად გამოიყენოთ იგი საკომინიკაციოდ, განსაკუთრებით ტურისტულ ადგილებში. ამასთან, შემოგთავაზებენ უგემრიელეს ტრადიციულ ჩაის, რომელიც მთელს მსოფლიოშია განთქმული.
გმადლობთ ყურადღებისთვის, სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ!