როდესაც თურქეთზე ვსაუბრობთ, პირველი ზღვა და ქვიშა გვახსენდება, თუმცა არც თუ ისე ბევრმა იცის, რომ იგი ასევე გამორჩეულია ველნეს ტურიზმის თვალსაზრისითაც, რომელშიც ტურისტებისთვის უამრავი თერაპიულ-გამაჯანსაღებელი პროცედურა მოიაზრება.
თურქეთში 1500-ზე მეტი თერმულ წყაროს და 260-ზე მეტი თერმულ ობიექტს შეხვდებით. ამ უკანასკნელს ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით ასობით ათასი საერთაშორისო ტურისტი სტუმრობს. ამ გამაჯანსაღებელი პროცედურებით თქვენ ასევე შეგიძლიათ განაახლოთ ორგანიზმი და საგრძნობლად გაახალგაზრდავდეთ.
ფამუქქალე: უძველესი სამკურნალო წყლები
ფამუქქალე მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, დენიზლიდან დაახლოებით 20 კილომეტრში. აქ დაგხვდებათ ნამდვილი ბუნებრივი საოცრება, სავსე თოვლის ე.წ თეთრი ტრავერტინებით, რომლებიც თერმული წყლებისა და ჰაერის ურთიერთშერწყმის შედეგად წარმოიშვა. ფამუქქალე შესულია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
მომხიბვლავი ბუნებრივი საოცრება
ფამუქქალე სავსეა ტერასული აუზებით, რომლებიც გაყინულ ჩანჩქერებს მოგაგონებთ. აქ არსებული ტრავერტინები, რომლებიც ჟანგბადისა და თერმული წყლების ურთიერთქმედებით წარმოიქმნება, გამოირჩევა მრავალი სამკურნალო თვისებით. აღსანიშნავია, რომ აქ არის სხვადასხვა ფორმის აუზი, სადაც შესვლისას ფეხზე უნდა გავიხადოთ აუცილებლად.
უძველესი სამკურნალო წყლები და ქალაქი იერაპოლისი
ფამუქქალეს ტრავერტინების მიმდებარედ არის უძველესი ქალაქი იერაპოლისი, რომელიც ასევე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის ნაწილია. იგი ტრავერტინების დიდებულებით მოხიბლულმა, პერგამონის მეფემ ევმენ II-მ ააგო 2500 წლის წინ. როცა მოხვდებით ამ ქალაქში, აუცილებლად უნდა მოინახულოთ აქ მდებარე თეატრი, ტაძრები, მონუმენტური შადრევნები, უძველესი გიმნაზია, სამარხები, რაც შორეულ წარსულში გამოგზაურებთ.
აფიონქარაჰისარი: თურქეთის „თერმული სამყაროს“ ცენტრი
თერმული წყლების კუთხით თურქეთში საკმაოდ გამორჩეულია კურორტი აფიონქარაჰისარი, რომელიც მდებარეობს ეგეოსის ზღვის რეგიონში. ქალაქი ევროპული მარშრუტის ნაწილია, რომელიც ამაყობს საკუთარი მინერალური წყაროებით. მათ განსაკუთრებით ნახავთ გაზლიგოლში, ჰეიბელში, ომერში, ჰუდაიში და გეჩეკში, ისინი საკმაოდ ეფექტურია კანის, კუჭის, თირკმელებისა და ნაწლავების დაავადებების სამკურნალოდ. გარდა იმისა, რომ ისიამოვნეთ ცხელი აუზებით აფიონის შესანიშნავ ობიექტებში, სადაც ტემპერატურა 42-დან 53 გრადუს ცელსიუსამდე მერყეობს, ასევე შეგიძლიათ მიიღოთ დამამშვიდებელი ტალახის აბაზანა. ამ თერაპიული პროცედურების ჩატარების შემდეგ კი, გამოიკვლიეთ ქალაქში ფრიგიის ველები, რომლებიც ფრიგიის ცივილიზაციის კვალს ატარებენ.
ბურსა
თერმორესურების თვალსაზრიისთ ბურსაც საკმაოდ ცნობილი ადგილია. ქალაქში ოსმალეთის პერიოდიდან თერმული წყლის უამრავი სახეობა არსებობს, რომლებიცაა ჩელიქ ფალასი, ქუქურთლუ, ქარამუსტაფა და ქაინარქა. ამ მხრივ გამორჩეულია ქალაქში არსებული ოილათის თერმული წყაროები, რომლის წყალიც როგორც სამკურნალო, ისე სასმელადაც გამოიყენება.