სამხრეთ კორეის ინჩეონის საერთაშორისო აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლებმა 2024 წელს 10,7 ტონა კიმჩის, ტრადიციული კორეული კერძი, რომელიც დამზადებულია ფერმენტირებულიბოსტნეულისგან, კონფესკაცია მოახდინეს.

2024 წელს აეროპორტმა ასევე ამოიღო 10,5 ტონა „ჯანგი“, რომელიც გამოიყენება მრავალი სახის კორეული ფერმენტირებული სოუსებისა და პასტების აღსაწერად.

წესების მიხედვით, მგზავრებს ეკრძალებათ ხელბარგში 100 მლ-ზე მეტი სითხის ტარება. როგორც წესი, თანამშრომლებს უწევთ მგზავრებს სასმელი ბოთლების და კოსმეტიკური საშუალებების ტუბების ჩამორთმევა.

კიმჩი სოუსშია გაჟღენთილი და იყიდება ბოთლებში ან პლასტმასის პაკეტებში, ამიტომ ის ასევე კვალიფიცირდება როგორც სითხე.
ჩამორთმეული პროდუქტები იყრება ან გადაეცემა გაჭირვებულებს. მაგალითად, 10,7 ტონა კიმჩი გადაეცა საზოგადოებრივ ცენტრს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა.