კომპანიები Archer Aviation და Kakao Mobility 2026 წლისთვის კორეაში საჰაერო ტაქსების სერვისის გაშვებას გეგმავენ. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კომპანია აღნიშნული დროისათვის წარმატებით განავითარებს საჰაერო ხომალდებს.
თვითმფრინავი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია და არ მიუღია საჭირო სერტიფიკატები. მწარმოებლები იმედოვნებენ, რომ მას პილოტის გარდა ოთხი მგზავრის გადაყვანა შეეძლება. აღნიშნული ხომალდის ფრენის დიაპაზონი დაახლოებით 170 კილომეტრია.
Kakao Mobility-მა პროექტისთვის უკვე გამოყო 7 მილიონი დოლარი. ეს თანხის მხოლოდ ნაწილია. მთლიანობაში, კომპანია Archer Aviation-ის 50 თვითმფრინავის შეძენას 250 მილიონ დოლარად გეგმავს.