Beech E55 Baron მსუბუქი ორძრავიანი თვითმფრინავი, ადელაიდაში, სამხრეთ ავსტრალიაში, საბურავების მექანიზმის გაუმართაობის გამო, ავარიულად, მუცლით დაეშვა.
დაშვებადე პილოტმა პრობლემის შესახებ აცნობა შესაბამის სამსახურებს და აღნიშნა, რომ საჰაერო ხომალდი ჩვეულებრივად ვერ დაეშვებოდა.
სამხრეთ ავსტრალიის სამი სახანძრო ჯგუფი და პოლიცია ხმელეთზე ელოდა ხომალდის დაშვებას. მეხანძრეებმა ტერიტორია ქაფით დაფარეს, რათა მინიმუმამდე დაეყვანათ პოტენციური ხანძრის რისკი, რომელსაც თვითმფრინავის ასაფრენ ბილიკთან შეხება გამოიწვევდა.
თვითმფრინავი დაახლოებით ორი საათის განმავლობაში წრიულად დაფრინავდა, რათა ავარიული დაშვება საწვავით სავსე ავზით არ განეხორციელებინა.
დაშვებიდან რამდენიმე წამში პილოტმა თვითმფრინავი დატოვა. ის არ დაშავებულა. თვითმფრინავს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, რომელიც ჯერ დაზუსტებული არ არის.
#BREAKING: A pilot has performed an amazing emergency landing at Aldinga Airfield, after his landing gear became stuck.
Emergency crews were on standby as the pilot made his nail-biting descent. #9News pic.twitter.com/vJwaIzysDt
— 9News Adelaide (@9NewsAdel) October 10, 2022