Wizz Air-ი შექმნილი სიტუაციისა და სამგზავრო შეზღუდვებიდან გამომდინარე 2020 წლის 16 მარტიდან 3 აპრილამდე ქუთაისიდან აჩერებს ფრენებს: ავსტრიის, საფრანგეთის, გერმანიისა და ესპანეთის მიმართულებით. 

სამოგზაურო შეზღუდვები გამოწვეულია COVID-19-ის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით. 

მომხმარებლებს, რომლებსაც აღნიშნული ცვლილება შეეხო და რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ ბილეთები ავიაკომპანიის ვებგვერდისა თუ მობილური აპლიკაციის საშუალებით, მიიღებენ შეტყობინებას ელ.ფოსტაზე. 

მათ ბილეთის ღირებულების 120%-იანი ანაზღაურება ავტომატურად აესახებათ მომხმარებლის Wizz Credit-ზე, რომლითაც 24 თვის განმავლობაში შეძლებენ ისარგებლონ Wizz Air-ის პროდუქტებითა და სერვისებით, მაგრამ, ამასთანავე ექნებათ შესაძლებლობა, რომ მოითხოვონ ფულადი ანაზღაურება, რომელიც შედარებით უფრო დიდ დროს მოითხოვს. მათელ.ფოსტის საშუალებით ეცნობებათ ყველა აუცილებელი საბანკო პროცედურისა თუ საბარათე ოპერაციის შესახებ. ამ შემთხვევაში მომხმარებლებს აუნაზღაურდებათ ბილეთის ორიგინალური ღირებულების 100%-ი.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ცვლილებები Wizz Air-ის მიზეზით არ არის გამოწვეული, კომპანია ბოდიშს გიხდით ფრენების გადადებისგამო შექმნილი დისკომფორტისა და უსიამოვნებისთვის. 

მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოება და კეთილდღეობა ახლა კომპანიის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.