არქიტექტორმა ოქსანა ოქსიუკოვსკამ გოსტომელში დანგრეული სამხედრო აეროდრომის ადგილზე, Mriya-ს სამგზავრო ტერმინალის კონცეფცია შექმნა. გარეგნულად, ტერმინალის შენობას თვითმფრინავის ფორმა აქვს, სადაც ბიზნეს დარბაზები და სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტებიც განთავსდება.
წარმოდგენილი კონცეფციის მიხედვით, აეროპორტს ორი ასაფრენ/დასაფრენი ბილიკის უნდა მოემსახუროს, საიდანაც ერთი უკვე არსებობს.

პროექტი ასევე ითვალისწინებს:

კიევიდან გოსტომელამდე და აეროპორტამდე მისასვლელი გზების მოწყობა;
ცალკე სივრცეს Mriya-ს მემორიალისთვის.
აეროპორტი საათში 1000-მდე მგზავრის მომსახურებას შეძლებს (სამომავლოდ მგზავრთა მოძრაობა საათში 2000-მდე შეიძლება გაიზარდოს).

პროექტის ავტორი გვთავაზობს, რომ ეს აეროპორტი გახდეს ბორისპოლის აეროპორტის „საპირწონე“. ამავდროულად, მისი იდეაა, რომ კიევის აეროპორტის (ჟულიანი) ტერიტორიის საცხოვრებელ ზონად იქცეს.

გოსტომელის აეროპორტი (ოფიციალური სახელია ანტონოვის აეროპორტი) არის უკრაინის საერთაშორისო სატვირთო აეროპორტი , რომელსაც ძირითადად Antonov Airlines-ი იყენებდა. სწორედ აღნიშნული აეროპორტი გახდა რუსების ერთ-ერთი პირველი სამიზნე უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს. დაბომბვის შედეგად დაიწვა ანგარში მდგარი მსოფლიოში ყველაზე დიდი სატრანსპორტო თვითმფრინავი – An-225 Mriya

არქიტექტორმა ოქსანა ოქსიუკოვსკამ გოსტომელში დანგრეული სამხედრო აეროდრომის ადგილზე, Mriya-ს სამგზავრო ტერმინალის კონცეფცია შექმნა. გარეგნულად, ტერმინალის შენობას თვითმფრინავის ფორმა აქვს, სადაც ბიზნეს დარბაზები და სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტებიც განთავსდება.
წარმოდგენილი კონცეფციის მიხედვით, აეროპორტს ორი ასაფრენ/დასაფრენი ბილიკის უნდა მოემსახუროს, საიდანაც ერთი უკვე არსებობს.

პროექტი ასევე ითვალისწინებს:

კიევიდან გოსტომელამდე და აეროპორტამდე მისასვლელი გზების მოწყობა;
ცალკე სივრცეს Mriya-ს მემორიალისთვის.
აეროპორტი საათში 1000-მდე მგზავრის მომსახურებას შეძლებს (სამომავლოდ მგზავრთა მოძრაობა საათში 2000-მდე შეიძლება გაიზარდოს).

პროექტის ავტორი გვთავაზობს, რომ ეს აეროპორტი გახდეს ბორისპოლის აეროპორტის „საპირწონე“. ამავდროულად, მისი იდეაა, რომ კიევის აეროპორტის (ჟულიანი) ტერიტორიის საცხოვრებელ ზონად იქცეს.

გოსტომელის აეროპორტი (ოფიციალური სახელია ანტონოვის აეროპორტი) არის უკრაინის საერთაშორისო სატვირთო აეროპორტი , რომელსაც ძირითადად Antonov Airlines-ი იყენებდა. სწორედ აღნიშნული აეროპორტი გახდა რუსების ერთ-ერთი პირველი სამიზნე უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს. დაბომბვის შედეგად დაიწვა ანგარში მდგარი მსოფლიოში ყველაზე დიდი სატრანსპორტო თვითმფრინავი – An-225 Mriya.  AN-225-ის სატვირთო კაბინაში შესაძლებელია მოთავსდეს 50 ავტომობილი. მისი წონა ტვირთის გარეშე 250 ტონაა, ხოლო მაქსიმალური დატვირთვით 600 ტონა. საჰაერო ხომალდის საშუალო სიჩქარე 700 კმ/სთ-ია, ხოლო მაქსიმალური – 850კმ/სთ.

დღესდღეობით მსოფლიოში მხოლოდ ერთი AN-225 არსებობდა და ის უკრაინული ავიაკომპანია და თავისივე მწარმოებლის Antonov Airlines-ის კუთვნილება იყო.