საქართველოს და ზოგადად, ჩვენი სასტუმროს მაგალითზე საკმაოდ საინტერესო წელი იყო, რადგანაც ძალიან ბევრი ვიზიტორი გვესტუმრა, – აცხადებს სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi-ს მარკეტინგის მენეჯერი ავთანდილ; წურწუმია, რომელმაც საერთაშორისო საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები შეაჯამა და თქვა, რომ Golden Tulip Design-მა უკვე მიაღწია იმ დატვირთულობის მაჩვენებელს, რისი პროგნოზიც სასტუმროს მენეჯმენტს განთავსების ობიექტის გახსნამდე ჰქონდა.
„პანდემიის შემდეგ ეს იყო პირველი პრეცედენტი, ჩვენ ვიყავით ახლად გახსნილი სასტუმრო, როდესაც ჩვენ შევძელით იმ დატვირთულობაზე ასვლა რა გეგმებით თავიდანვე გვქონდა. შესაბამისად ჩვენი სასტუმროს მაგალითზე ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ცუდი სეზონი იყო. პირველად შევძელით რომ ვუმასპინძლეთ ბიზნეს ბიზნესჯგუფებს და იგრძნობა ტენდენცია მაისტურიზმის აღორძინების, რაც მოსალოდნელი იყო. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ერთ-ერთი მესიჯი იყო, რომ 2024 წლისთვის აღდგენადი იქნებოდა ბიზნეს და საქმიანი ტურიზმის მიმართულება. რაც შეეხება ზამთრის სეზონს, თბილისი დიდი დატვირთულობით არ გამოირჩევა. უფრო პოპულარულია რეგიონები, სადაც უფრო მიდიან ტურისტული ნაკადები. თუმცა მოლოდინები გაქვს ახალი წლის დღეებზე ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან და ასევე დსთ-ს სივრცის ქვეყნებიდან, რომლებიც ხშირად სტუმრობენ თბილისს და საქართველოს“, – განაცხადა ავთანდილ წურწუმიამ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2023 წლის I-III კვარტალში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 3,251,651,900 აშშ. დოლარი, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს +25.9% ით აღემატება (+668,812,328 აშშ დოლარი). 2022 წელთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +734,468,385 (+29.2%) აშშ დოლარით.
2023 წლის III კვარტალში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და 1,447,121,966 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +28.4% ზრდაა, 2022 წლის მესამე კვარტალთან შედარებით კი მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +72,468,664 (+5.3%) აშშ დოლარით.