2 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა სადაზღვევო კომპანია „არდის” წინააღმდეგ ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა, ვინაიდან კომპანიამ 1943 წელს დაბადებულ ს. ხ.-ს და 1937 წელს დაბადებულ ა. გ.-ს სამოგზაურო დაზღვევაზე უარი უთხრა.
კომპანიის განმარტებით, შიდა პოლიტიკის თანახმად, მომსახურების გაწევაზე ერთმნიშვნელოვნად უარის თქმის საფუძვლად 70 წელი განისაზღვრება, რაც, განმცხადებლებთან მიმართებითაც იქნა გამოყენებული, ისე, რომ მათი ინდივიდუალური ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეფასებულა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სადაზღვევო კომპანიის მიერ ზღვრული ასაკის განსაზღვრა, რომლის მიღმაც პირს სამოგზაურო დაზღვევაზე შაბლონურად ეუბნებიან უარს, გაუმართლებელია.