აშშ-ში სამხრეთ კალიფორნიის აეროპორტში თვითმფრინავი Celera 500L-ი შენიშნეს, რომელსაც ტყვიის ფორმა აქვს და რომელის შექმნაზეც ამერიკული კომპანია Otto Aviation-ი, 9 წლის განმავლობაში, საიდუმლოდ მუშაობდა.

The War Zone-ს ინფორმაციით, Celera 500L-მა ტესტირება წარმატებით გაიარა და ახლა უკვე პირველი ფრენისთვის ემზადება.

გამოცემის ინფორმაციით, თვითმფრინავის ზუსტი სახელი დღემდე გასაიდუმლოებულია თუმცა მას კომერციული ავიაციის ბაზარზე რადიკალური ცვლილებების მოხდენა შეუძლია.

თვითმფრინავის მართვისთვის ერთი პილოტია საჭირო და მას ფრენის განხორციელება ნებისმიერი აეროპორტიდან შეუძლია. თვითმფრინავ “ტყვიაზე” ცნობილია მხოლოდ ის, რომ მას 50-70 კმ-ს დაფარვისთვის 4 ლიტრამდე საწვავი ესაჭიროება.