საჰაერო ტვირთების ტარიფები მკვეთრად მცირდება, ზოგიერთ შემთხვევაში ფასები 2021 წლის დონეს ქვემოთ ეცემა. ამასთან, ოპერატორები იმედგაცრუებულნი არ არიან და იმედოვნებენ, რომ გაზაფხულზე სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება.

theloadstar-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბაზრის მონაწილეები ერთხმად ირწმუნებიან, რომ მათთვის რთული დრო დადგა. არსებული ვითარების პროგნოზები განსხვავებულია. Astral Aviation-ის აღმასრულებელი დირექტორი სანჯიევ გადია მიიჩნევს, რომ ყველაფერი გაუმჯობესდება მარტში, ჩინური ახალი წლის შემდეგ.

მაშინ როცა ტობიას კოენიგი, Rhenus Logistics Air & Ocean-ის აღმასრულებელი დირექტორი, მიზნად ისახავს პოზიტიურ ცვლილებებს 2025 წლამდე. Stifel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრიუ ჩანმა თქვა, რომ განაკვეთები “უფრო სწრაფად დაეცა, ვიდრე ველოდით”.

„2022 წლის მესამე კვარტლის დასაწყისში, 1 კგ ტვირთზე ფასები 2021 წლის პიკის დონეს ჩამოსცდა. რაც უფრო ვუახლოვდებით მეოთხე კვარტალს, ფასები კვლავ იკლებს – ზოგიერთ შემთხვევაში ისინი ეცემა 2020 წლის პიკური სეზონის დონის ქვემოთ”, – ამბობს ბრუ ჩანი.

ამასთან, მაჩვენებლები რჩება პანდემიამდელ დონეებზე მაღლა, რაც ექსპერტების ნაწილის თქმით ის ვარდნას გააგრძელებს

”ჩვენმა მომხმარებლებმა შეუკვეთეს ბევრი პროდუქტი… მიწოდების ჯაჭვის პრობლემების გამო, სამი-ოთხი თვე დასჭირდება, სანამ ყველაფერი დამთავრდება… მაგრამ ვფიქრობ, ბაზარი გაიზრდება. მაგრამ ძნელია პროგნოზირება, როდის დაუბრუნდება ის ნორმალურ მდგომარეობას“- ამბობს ტობიას კოენიგი.