2022 წლის I კვარტალში საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კვლავ თურქული სატვირთო ავიაკომპანია Turkish Cargo-ა.
AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ სამი თვის განმავლობაში Turkish Cargo-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 1 016,711 ტონა ტვირთი გადაზიდა.
საჰაერო ტვირთების ტრანსპორტირების კუთხით საქართველოს ავიაბაზარზე მეორე პოზიციაზეა ლუქსემბურგის სატვირთო ავიაგადამზიდავი Cargolux Airlines-ი. იანვარ-მარტში ავიაკომპანია საქართველოს საჰაერო სატვირთო ტვირთების ბაზარზე 562,270 ტონა ტვირთს მოემსახურა.
ასევე, საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კომპანიაა და TOP-5-ში მესამე პოზიციაზეა, აშშ-ს ავიაკომპანია Continental Airlines-ი, რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით იანვარ-მარტში განმავლობაში 540,139 ტონა ტვირთი გაატარა.
I კვარტალში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გატარებული ტვირთნაკადით მეოთხე პოზიციაზეა ქართული ავიაკომპანია Georgian Airways Cargo, რომელმაც საანგარიშო პერიოდში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 317,702 ტონა ტვირთი გადაზიდა.
რეიტინგში მეხუთე ადგილზეა ახალი ქართული სატვირთო ავიაგადამზიდავი Georgian Airlines-ი, რომელიც 2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოს სატვირთო გადაზიდვებს ბაზარზე 161,123 ტონა ტვირთს მოემსახურა.
მაშ ასე, გადაზიდული ტვირთების მიხედვით TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიის რეიტინგი ასე გამოიყურება:
Turkish Cargo;
Cargolux Airlines;
Continental Airlines;
Georgian Airways Cargo;
Georgian Airlines.