2025 წლის იანვრის მონაცემებით საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე შესრულებული ფრენების მიხედვით ლიდერი ქართული სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airlines-ია. AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2025 წლის იანვრის განმავლობაში ქართულმა სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airlines-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყველაზე მეტი, 107 სატვირთო რეისი შეასრულა.
შესრულებული რეისების მიხედვით TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიების რეიტინგში მეორე პოზიციაზეა ქართული ავიაკომპანია CAMEX Airlines-ი, რომელმაც საანგარიშო პერიოდში 48 რეისი განახორციელა.
შესრულებული რეისების რაოდენობის მიხედვით მესამე პოზიციაზე ქართული ავიაკომპანია Geo Sky, რომელმაც 2025 წლის იანვრის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 38 რეისი განახორციელა.
რეიტინგში მეოთხე პოზიციაზე კი ჩინური ავიაკომპანია YTO Cargo Airlines-ია, რომელიც საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე 1 თვეში 16 რეისს მოემსახურა.
განხორციელებული სატვირთო რეისების მხრივ მეხუთე ადგილზე თურქული ავიაკომპანია Turkish Cargo, რომელიც ერთ თვეში საქართველოში 10 სატვირთო ფრენას მოემსახურა.
დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.
TOP-5 ავიაკომპანია სატვირთო რეისების რაოდენობით:
Georgian Airlines;
CAMEX Airlines;
Geo Sky;
YTO Cargo Airlines;
Turkish Cargo;