2024 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე შესრულებული ფრენების მიხედვით ლიდერი ქართული სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airlines-ია. AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2024 წლის იანვარ-ოქტომბრის განმავლობაში ქართულმა სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airlines-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყველაზე მეტი, 852 სატვირთო რეისი შეასრულა.

შესრულებული რეისების მიხედვით TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიების რეიტინგში მეორე პოზიციაზეა თურქული ავიაკომპანია Turkish Cargo, რომელმაც საანგარიშო პერიოდში 104 რეისი განახორციელა.

შესრულებული რეისების რაოდენობის მიხედვით მესამე პოზიციაზე ქართული ავიაკომპანია Geo Sky, რომელმაც 2024 წლის იანვარ-ოქტომბრის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 99 რეისი განახორციელა.

რეიტინგში მეოთხე პოზიციაზე კი ესტონური ავიაკომპანია Airest-ი​ა, რომელიც საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე 10 თვეში 86 რეისს მოემსახურა.

განხორციელებული სატვირთო რეისების მხრივ მეხუთე ადგილზე თურქული ავიაკომპანია MNG Airlines-ია, რომელიც 10 თვეში საქართველოში 58 ფრენას მოემსახურა.

დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.

TOP-5 ავიაკომპანია სატვირთო რეისების რაოდენობით:

Georgian Airlines;

Turkish Cargo;

Geo Sky;

Airest;

MNG Airlines.