იანვარ-მაისის მონაცემებით საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე შესრულებული ფრენების მიხედვით ლიდერი ავიაკომპანია Geo Sky-ა.
AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2021 წლის იანვარ-მაისში ქართულმა სატვირთო ავიაკომპანია Geo Sky-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყველაზე მეტი, 172 რეისი შეასრულა.
შესრულებული რეისების მიხედვით TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიების რეიტინგში მეორე პოზიციაზეა ასევე ქართული სატვირთო კომპანია Easy Charter-ი, რომელმაც საანგარიშო პერიოდში 85 რეისი განახორციელა.
შესრულებული რეისების რაოდენობის მიხედვით მესამე პოზიციაზე თურქული Turkish Cargo, რომელმაც იანვარ-მაისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 72 რეისი განახორციელა. რეიტინგში მეოთხე პოზიციაზე კი ბელორუსული Rubystar Airways-ია 5 თვეში შესრულებული 68 რეისით.
განხორციელებული სატვირთო რეისების მხრივ მეხუთე ადგილზეა უნგრული Fleet Air International-ი. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით იანვარ-მაისში ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 25 რეისი განახორციელა.
საგულისხმოა ისიც, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.
2021 წლის იანვარ-მაისში 2020 წლის იანვარ-მაისთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 32.46%-ით გაიზარდა.
მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 7 435,459 ტონა შეადგინა, 2020 წლის იანვარ-მაისში კი 5 613,462 ტონა.
2021 წლის 5 თვეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2019 წლის 5 თვეში გატარებულ ტვირთნაკადის რაოდენობა 19,20%-ითაა შემცირებული. 2019 წლის 5 თვეში აეროპორტმა 9 202,300 ტონა ტვირთი გაატარა.
საგულისხმოა ისიც, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება