2021 წლის 10 თვეში 2020 წლის 10 თვესთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 9,50%-ით შემცირდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან კი 29,54%-ით შემცირდა.
AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 14 589,962 ტონა შეადგინა, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში კი 16 121,122 ტონა.
შესაბამისად საანგარიშო პერიოდი ტვირთბრუნვა მხოლოდ 9,50%-ითაა შემცირებული
2021 წლის 10 თვეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2019 წლის 10 თვეში გატარებულ ტვირთნაკადის რაოდენობა 29,54%-ითაა შემცირებული. 2019 წლის 10 თვეში აეროპორტმა 20 707,979 ტონა ტვირთი გაატარა.
შეგახსენებთ, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.