საჰაერო მოგზაურობის უსაფრთხოების გაუმჯობესება მსოფლიოში 2023 წელსაც გაგრძელდა და რამდენიმე პარამეტრით გაუმჯობესდა კიდეც. ამის შესახებ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ანგარიშშია აღნიშნული.

საგანგებო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 72-მდე დაეცა, მაშინ როდესაც 2022 წელს ეს მაჩვენებელი 158 დაღუპულს შეადგენდა. აღნინული მაჩვენებლის საშუალო დონე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში (2019-2023) 143-ია.

2023 წელს საჰაერო ავიაინციდენტების საერთო რაოდენობა წინა წლის 42-დან 30-მდე შემცირდა. იმავდროულად, გასულ წელს მხოლოდ ერთი ავარია დაფიქსირდა ადამიანური მსხვერპლით (ტურბოპროპური თვითმფრინავით), 2022 წელს კი ასეთი 5 შემთხევა იყო. ხუთწლიანი პერიოდის საშუალო დონე არის 38 და 5 კატასტროფა.

IATA-ს მონაცემებით, უბედური შემთხვევების მაჩვენებელი, რომელიც იზომება ავარიებში მილიონ ფრენაზე, დაეცა 0,8-მდე, რაც ექვივალენტურია ერთი ავარიის ყოველ 1,26 მილიონ ფრენაზე. ეს უკეთესია, ვიდრე 2022 წლის მაჩვენებელი 1.3 (ერთი ავარია 770 ათას ფრენაზე). ხუთწლიანი საშუალო მაჩვენებელია 1.19 (ერთი ავარია 880 ათას ფრენაზე).

IATA წარმოადგენს 320-ზე მეტ ავიაკომპანიას 120 ქვეყნიდან, რომლებიც გლობალური საჰაერო მიმოსვლის დაახლოებით 83%-ს შეადგენს.