1-ლი აგვისტოდან ევროპული ავიაკომპანიები ტვირთს სალონით ვეღარ გადაიტანს: მათ ეს ეკრძალებათ. ევროპის საავიაციო მარეგულირებელმა EASA-მ 2020 წელს ავიაკომპანიებს ნება დართო ტვირთების გადაზიდვა სამგზავრო კაბინებითაც მოეხდინათ, როგორც დროებითი ღონისძიება პანდემიის დროს.
დროებითი დაშვება 2021 წელს 2022 წლის 31 ივლისამდე გახანგრძლივდა. ახლა კი მარეგულირებელმა განაცხადა, რომ დროებითი ნებართვა კიდევ გახანგრძლივება აღარ იგეგმება. ლოგისტიკური პრობლემები, რომელიც პანდემიის დასაწყისში წარმოიშვა, უკვე აღარ არსებობს. EASA-ში მიაჩნიათ, რომ სამგზავრო თვითმფრინავებში ბარგის განყოფილებები არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი იქნება.