საჰაერო ჰაბის შემდეგ სტამბოლი საკრუიზო ჰაბიც გახდება. მიზნის მისაღწევად კი ხელისუფება სტამბოლში უმსხვილესი, სპეციალური, საკრუიზო პორტის შექმნასაც აანონსებს. მთავრობის გეგმა ქვეყნის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ჯახიტ ტურხანმა გააჟღერა.

”სტამბოლი გახდება საკრუიზო მარშრუტების საწყისი და დასასრული წერტილი. პროექტის მიხედვით საკრუიზო პორტი ერთდროულად 8 დიდი საკრუიზო ლაინერის მიღებას შეძლებს. ნავსადგურების საერთო სიგრძე 3 ათასი მეტრი იქნება და ის 30 ათას კვ/მ-ზე იქნება გადაჭიმული“, – აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრი აცხადებს, რომ 2003 წლიდან  2009 წლამდე თურქეთის პორტებში საკრუიზო ლაინერების რაოდენობა 23%-ით გაიზარდა. ხოლო ამის შემდეგ ტურისტული ნაკადების მხრივ დაიწყო კრიზისი, რაც თავის მხრივ მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისსაც უკავშირდება.

დროთა განმავლობაში, ინდიკატორების ზრდა დაიწყო, ზრდა ფიქსირდება მიმდინარე  წლის დასაწყისიდანაც.

„მომავალ წელს ჩვენ ვგეგმავთ ტენდერის ჩატარებას და პორტს, მოკლე დროით, ექსპლუატაციაში გადავცემთ“ – თქვა მინისტრმა.

დაგეგმილია, რომ პორტში მგზავრთნაკადამა 2.5-3 მლნ მგზავრს მიაღწიოს.